კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

Ecohouse factory წარმოადგენს ეკოჰაუსის შვილობილ კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით. მრავალწლიანი გამოცდილება და ახალგზარდა, ენერგიული გუნდი ჩვენი მთავარი აქტივია.

მთავარი საქმიანობის სფერო მოიცავს თანამედროვე სამშენებლო მასალების – სენდვიჩ პანელების რეალიზაციასა და მონტაჟს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების ჯიხურების დამზადება-გაქირავებას. ჩვენი ქარხანა ნატახტარში საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ დამკვეთებს ჯიხურების ფართო არჩევანი საუკეთესო ვადებში.

რადგან ვაფასებთ დროსა და ხარისხს, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე და სწრაფ შესრულებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ სანდო პარტნიორები ჩვენი დამკვეთისთვის.

 

კომპანიის მისია

ჩვენი მისიაა საქართველოს ინდუსტრიული ბაზრის თანამედროვე სამშენებლო მასალით უზრუნველყოფა. კონტეინერების  და სამაცივრე კარებების წარმოების პროფილის განვითარება საქართველოში.

კომპანიის ხედვა

შევინარჩუნოთ მოწინავე პოზიციები სენდვიჩ-პანელის, კონტეინერების და სხვა ინდუსტრიული თუ სამაცივრე მეურნეობებისთვის  განკუთვნილი მასალების წარმოებასა და იმპორტში.

 

ღირებულებები

სანდოობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ სანდო პარტნიორები ჩვენი დამკვეთებისთვის. სანდოობა სამშენებლო ბიზნესში აპრიორია ხანგრძლივი თანამშრომლობის.

გუნდურობა
კომპანიის შიგნით შექმნილი ჰარმონიული გარემო, თანამშრომელთა ერთიანი ძალებით შექმნილი პროდუქტი და მომსახურება ყოველთვის ბევრად წარმატებული და მაქსიმალური შედეგის მომცემი იქნება, როგორც თავად კომპანიისთვის, ასევე დამკვეთებისთვის.

 ზრუნვა

ზრუნვა ჩვენი ძირითადი ღირებულებაა, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და ჩვენს დამკვეთებზე / პარტნიორებზე. კომპანიის მხრიდან ზრუნვა გამოიხატება, მის თანადგომაში, სანდოობაში და მიდგომაში.